weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სახელმწიფო კომპანია „ბათუმის აეროპორტის“ დირექტორმა 1 წელში 322 164 ლარი ხელფასი მიიღო

17:49 შაბათი, 28 აპრილი 2018

შპს „ბათუმის აეროპორტის“ დირექტორმა მუსტაფა ილთან ოქთემმა 2017 წელს ხელფასის სახით 322 164 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 26 847 ლარია. აღნიშნული შპს-ს 100 % წილი სახელმწიფოს ეკუთვნის და სამართავად თურქულ კომპანია „ტავ ბათუმ ოფერეიშენსს“ აქვს გადაცემული.

მუსტაფა ილთან ოქთემს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული, „ბათუმის აეროპორტის“ დირექტორის თანამდებობა 2016 წლის 1 მაისიდან უკავია. იმავე წლის 8 თვის განმავლობაში მისი ხელფასის ჯამური ოდენობა 153 775 ლარი იყო, ანუ საშუალოდ თვეში 19 221 ლარი. 

მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ასევე თურქეთის მოქალაქე მერთ ქანდიელი იკავებდა, რომლის ხელფასიც 2015 წელს 174 298 ლარი იყო, 2014 წელს კი 141 110 ლარი. 

ბათუმის აეროპორტი სამართავად თურქულ კომპანია „ტავ ბათუმ ოფერეიშენსს“ 20 წლით ვადით, 1 აშშ დოლარის საფასურად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ივლისის №377განკარგულებით გადაეცა.

 

ამ თემაზე:

ნატახტარი მესტიის მიმართულებით ფრენა 25 ლარით გაძვირდა, თბილისი-ბათუმი 35-ით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]